
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების პარალელურად, აქტუალურია მსჯელობა ქართულ იდენტობაზე. მაშინ, როცა პრორუსული ძალები თავდაუზოგავად ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრება სახელმწიფოს იდენტობის დაკარგვის საფუძველია, რეალობა სრულიად სხვაგვარ სურათს გვაძლევს. ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ცნობიერებაში, იდენტობის საკითხი დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ, თავის ადრეულ ჩანაწერში გამოყოფილ ''წმინდა სამებასთან'' - ''მამული, ენა და სარწმუნოება.'' ეს უკანასკნელი რუსული ნარატივის საყვარელი კაუჭია, რომლითაც კრემლი და მასთან დაკავშირებული თუ მისი მხარდამჭერი ძალები ხშირად მანიპულირებენ. ცნობილია, რომ მორალურად აღმატებული, ქრისტიანობისა და ტრადიციული ღირებულებების მცველის როლის მორგება, რუსული რეჟიმის ფავორიტი საქმიანობაა. ხსენებული ნარატივი გარკვეულ დავას წარმოშობს ქართულ საზოგადოებაში და მის მცირე ჯგუფს არწმუნებს, რომ ევროკავშირი ქართული იდენტობის მტერია. ამ საკითხის კიდევ ერთხელ აქტუალიზების ფონზე, მნიშვნელოვანია ქართული იდენტობის არანაკლებ ფუნდამენტურ ქვაკუთხედზე, ქართულ ენაზე საუბარი, რაც არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად წარმოაჩენს რეალურ განსხვავებას რუსეთის ოპრესიულ და ევროკავშირის მხარდამჭერ პოლიტიკებს შორის.
რუსული ნარატივი
ევროპული ღირებულებები ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების საწინააღმდეგოა და ევროინტეგრაცია სახელმწიფოებს იდენტობას აკარგვინებს.