top of page

ქართული ენა, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი: ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკის შედარება

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების პარალელურად, აქტუალურია მსჯელობა ქართულ იდენტობაზე. მაშინ, როცა პრორუსული ძალები თავდაუზოგავად ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრება სახელმწიფოს იდენტობის დაკარგვის საფუძველია, რეალობა სრულიად სხვაგვარ სურათს გვაძლევს. ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ცნობიერებაში, იდენტობის საკითხი დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ, თავის ადრეულ ჩანაწერში გამოყოფილ ''წმინდა სამებასთან'' - ''მამული, ენა და სარწმუნოება.'' ეს უკანასკნელი რუსული ნარატივის საყვარელი კაუჭია, რომლითაც კრემლი და მასთან დაკავშირებული თუ მისი მხარდამჭერი ძალები ხშირად მანიპულირებენ. ცნობილია, რომ მორალურად აღმატებული, ქრისტიანობისა და ტრადიციული ღირებულებების მცველის როლის მორგება, რუსული რეჟიმის ფავორიტი საქმიანობაა. ხსენებული ნარატივი გარკვეულ დავას წარმოშობს ქართულ საზოგადოებაში და მის მცირე ჯგუფს არწმუნებს, რომ ევროკავშირი ქართული იდენტობის მტერია. ამ საკითხის კიდევ ერთხელ აქტუალიზების ფონზე, მნიშვნელოვანია ქართული იდენტობის არანაკლებ ფუნდამენტურ ქვაკუთხედზე, ქართულ ენაზე საუბარი, რაც არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად წარმოაჩენს რეალურ განსხვავებას რუსეთის ოპრესიულ და ევროკავშირის მხარდამჭერ პოლიტიკებს შორის. 

რუსული ნარატივი

ევროპული ღირებულებები ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების საწინააღმდეგოა და ევროინტეგრაცია სახელმწიფოებს იდენტობას აკარგვინებს.

Add a little bit of body text (5).png

ნიკოლოზ მჟავანაძის კომენტარი 8 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, სეზონი TV

დასავლეთი მორალურად კვდება და სრულ ანტიქრისტიანიზაციას განიცდის (3).png

შოთა მარტინენკო, ამონარიდი ფეისბუქ პოსტიდან

Add a little bit of body text (4).png

ნიკოლოზ მჟავანაძე, 8 ნოემბრის კომენტარი
​​

ესაა ევროპის გზა - ეროვნული და კულტურული სუვერენიტეტის შემლახველი მეტი და მეტი მოთხოვნების შესრულება ილუზორული დაპირებების სანაცვლოდ. (2).png

შოთა მარტინენკო, ამონარიდი 28 ნოემბრის ფეისბუქ პოსტიდან.

პირდაპირ ისინი ითხოვენ რომ უკვე სტრატეგიული გეგმის ნაწილი უნდა იყოს ლგბტ დღის წესრიგი.. (1).png

ბექა ვარდოსანიძე, ალტერინფო, 8 ნოემბერი, დღის კომენტარი

რუსეთი - 
იდენტობის მკვლელი

680b6230ef0831bfbba62a9b48f6e029_119232.jpg

რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ქართული ენის მიმართ

მასალა მომზადებულია ავტორის მიერ, Canva-ს პლატფორმაზე. 

ქართველი ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანი რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული ენის პოლიტიკის ძირითად მახასიათებლებზე გვესაუბრება

Untitled design.png

''რუსიფიკაციის პროცესში ენის ელემენტს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ხსენებული გულისხმობდა სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებას. პირველ რიგში, საგანმანათლებლო სფეროში ყველა სხვა ენისთვის კარის ჩაკეტვას - თუ მანამდე გარკვეულ დონეზე მაინც იყო დაშვებული დაპყრობილი ხალხებისთვის თავიანთი ენების გამოყენება (იქნებოდა ეს უკრაინული, ქართული თუ ა.შ), საბოლოოდ ენის პოლიტიკამ იმდენად რადიკალური სახე მიიღო, რომ მშობლიურ ენებზე სიტყვის წარმოთქმაც აიკრძალა და მასწავლებლები მოსწავლეებს ე.წ მუნჯური მეთოდის გამოყენებით შეასწავლიდნენ რუსულს.''

''სასამართლო ექსკლუზიურად რუსულენოვანი გახდა, არარუსი ხალხისთვის კი პრაქტიკულად მიუწვდომელი. ადამიანებს საქმის საწარმოებლად სჭირდებოდათ თარჯიმანი, შესაბამისად ფულისა და დროის რესურსი, რის შედეგადაც სამართალი ძალიან გაუცხოვებული იყო მოსახლეობისგან. დამატებით, რუსულმა ეკლესიამ შთანთქა ქართული. ღვთისმსახურებისა და სასულიერო სწავლების ენა რუსული გახდა.''

''რუსეთი აქტიურად აწარმოებდა დეზინტეგრაციის პოლიტიკას. ეს უკანასკნელი გულისხმობდა ერთიანი ქართული იდენტობისა და სულისკვეთების შესუსტების მცდელობას, სეპარატიზმის გაღვივების მეთოდით. კერძოდ, მაშინ, როცა ქართული ენა აკრძალული იყო, იმპერია ხელს უწყობდა ქართველურ ენებს (მეგრული, სვანური), რომ ისინი გადაქცეულიყვნენ სამწერლობო ენებად და შესულიყვნენ საეკლესიო სივრცეში.''

მასალის წყარო. ინფოგრაფიკი მომზადებულია ავტორის მიერ, Canva-s პლატფორმაზე.

Shurduli_1907_N1-005.jpg

             შმერლინგის კარიკატურები, 1907

Shurduli_1907_N1-007.jpg

              შმერლინგის კარიკატურები, 1907 

Shurduli_1907_N1-014.jpg

               შმერლინგის კარიკატურები, 1907 

ენების პოლიტიკა საბჭოთა კავშირში

საბჭოთა რუსეთის ენის პოლიტიკა ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1978 წლის მოვლენებში. კრემლის მხრიდან ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების მცდელობას საქართველოში უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა.

1978 წლის პროტესტის ისტორია დასავლურ პრესაში, IDFI

ევროკავშირი - იდენტობის მცველი

მარიამ მიქიანი. ევროკავშირის ხელშეკრულებები..png
ენების პოლიტიკა ევროკავშირში

ევროკავშირის დევიზი ''ერთიანობა მრავალფეროვნებაში'' ყველაზე მკაფიოდ გაერთიანების ენობრივ პოლიტიკაში გამოიხატება. 27 სახელმწიფოსგან შემდგარ ევროპულ კავშირს 24 ოფიციალური ენა აქვს და წევრი სახელმწიფოების ენის დაცვისა და განვითარების განსაკუთრებული პოლიტიკა გააჩნია. ენობრივი მრავალფეროვნების უზრუნველყოფა და მათი გავრცელების წახალისება ევროკავშირში სამართლებრივად არის უზრუნველყოფილი და სხვადასხვა ხელშეკრულებაში გაწერილი.

მაგალითი 1 ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ გაერთიანებამ ''პატივი უნდა სცეს მის მდიდარ კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას.''.png

ევროპარლამენტი ევროკავშირის მრავალენოვანი პოლიტიკის შესანიშნავი მაგალითია. ევროპარლამენტის კომუნიკაციის სტრატეგია უშუალოდ გულისხმობს მრავალენოვანი პოლიტიკის გამოყენებას და გაერთიანების ყველა წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენას თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. პარლამენტში მიღებული დოკუმენტების აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე ითარგმნება და მეტიც, ევროპარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლებას, ისაუბროს იმ ენაზე, რომელზეც სურს საუბარი. 

Project Management Timeline Diagram Brainstorm.png

ინფოგრაფიკი აწყობილია Canva-ს პლატფორმაზე.

ქართველი ევროინტეგრაციის ექსპერტი, ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირში იდენტობის დაცვის პოლიტიკაზე გვესაუბრება

vano.png

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ევროკავშირში იდენტობის დასაცავად. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის შეთანხმება გეოგრაფიული ინდიკატორების დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოსაც აქვს გაფორმებული ზოგიერთ პროდუქციაზე. მათ შორისაა მაგალითად, ხვანჭკარა. ამ შეთანხმების თანახმად, სხვა სახელმწიფოები ვერ აწარმოებენ იმავე პროდუქტს და ვერ დაარქმევენ იმავე სახელს. გარდა ამისა, იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებში ევროკავშირის დადებითი ჩართულობა აშკარაა იმ დიდი ფინანსური დახმარებით, რომელსაც ის გამოყოფს საქართველოს კულტურის ძეგლების რესტავრაციისთვის, განათლებისა თუ ზოგადი განვითარებისთვის. ნარატივის მიღმა არსებული რეალური პრობლემა რუსეთი და მისი პოლიტიკაა, რომელმაც 1978 წელს ნათლად დაგვანახა, ვის სურს რეალურად ქართული ენის და შესაბამისად, იდენტობის დაზიანება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რუსული ნარატივი ძლიერად არის ფეხმოკიდებული და ხშირად მიმდინარეობს დავა ქართული იდენტობის ევროპულთან შეთავსება-შეუთავსებლობის არგუმენტებით, ენის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, თუ ვინ არის რეალურად მტერი და ვინ მეგობარი. მაშინ, როცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენა, ქართული იდენტობის განუყოფელი ელემენტია, ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის ენობრივი პოლიტიკა მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ რუსეთის მიზანი ყოველთვის იყო და არის ქართული იდენტობის შესუსტება და საბოლოოდ გაქრობა, ხოლო ევროკავშირი გაძლიერების, განვითარებისა და მრავალფეროვნებაში ნაპოვნი ერთიანობის გარანტია.

მარიამ მიქიანი, მითების დეტექტორის ლაბორატორია, 2023 წელი

bottom of page